Welcome, Guest! Registration RSS

TeeN... :)))

XuTSh:, 21.11.2024
Main » 2011 » ApRiLi: » 20 » Bolo werili...(1 nawili)
22:17
Bolo werili...(1 nawili)
-     ნათი, ნათი, როგორ ხარ?
-     კარგად, მარი, შენ როგორ ხარ?
-     მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის?
-     აბა რა, იცი, როგორ მიხარია?!
-     მეც ძალიან მიხარია, ნათი, იცი, გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი?
-     მე ის ვიყიდე, იმ დღეს რომ მომეწონა.
-     ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში...




* * *


-     სერგი, ჰა, როგორ ხარ?!
-     რავი, ბიჭო, ცოტა არ იყოს ვღელავ . .….
-     რა იყო, რა არის სანერვიულო?!
-     რა ვიცი, მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები . .….
-     მერე რა, ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . .…. მაგარი კლასელები მყავს, ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან მოგეწონება ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . .….
-     გიო, ხვალ მოდი რა, გამომიარე და   ერთად წავიდეთ . .….




* * *


ეზოში მომლოდინე სახეები, პატარა ბავშვები, ფართო თვალებით, შიშით და ინტერესით ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. მე-8 კლასელები კი უკვე თამამად მიაბიჯებდნენ ნაცნობი საკლასო ოთახისაკენ . .…. პირველები სერგი და გიო ავიდნენ, მერე მათ ნათია და მარი მიჰყვათ. …
-     ვა გიუნა?! როგორ ხარ სიხარულო?!
-     მარი?! შენ როგორ ხარ?! როგორ მომენატრე იცი?!
-     მეც გიო, მეც . . .
-     ნათი, როგორ ხარ გოგო? რა იყო, როგორ შეცვლილხარ?!
-     შენც გაზრდილი ხარ გიო, ხო იცი?!
-     უი, მართლა, სერგი, ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები, კლასელები, დაქალები და დები არიან, სხვანაირად როგორ აგიხსნა?! გოგოებო, ეს კი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი სერგია, გაიცანით . .….
-     სასიამოვნოა – სერგი . . .
-     მარი . . .
-     ნათია – ჩვენთვისაც
-     ჰო, ეს კაცი დღეიდან ჩვენთან იქნება, ჩვენი კლასელი გახდა.…
-     ძალიან კარგი . . . გიო, ლაშა ხომ არ გინახავს?
-     გოგო, შენ კიდევ მაგ ბიჭზე ფიქრობ, არა გრცხვენია?! ნათი, უთხარი ამ შენს დაქალს რამე, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ლაშას, რა იყო, ვერ დაივიწყე?!
-     ოოო, შენ ხომ, რას ამბობ, ჯერ შენ თავს უყურებ და მერე იმ ერთს, სახელს და გვარს არ ვიტყვი . .….
-     ჰო, კაი, კაი, არა, არ მინახავს დღეს. სად არიან ჩვენი კლასელები, რა არის, დღეს მოსვლას არ აპირებენ?
-     აი, გოგა, ნია, ნანკა და იკა მოდიან . . .…
კლასი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცნობი სახეებით, კლასელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კოცნიდნენ და უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს. მხოლოდ სერგი იყო ჩუმად. გიომ ის ყველას გააცნო და ყველამ თბილად მიიღო, მაგრამ მან პირველ დღეს დუმილი არჩია. დაირეკა პირველი ზარიც… ყველა კლასში იყო, შემოვიდა მასწავლებელიც, მან ძველებურად თბილი სიტყვებით მოიკითხა ბავშვები და ცხრილი ჩააწერინა. …
დაიწყო მერვე სასწავლო წელი . . . ბავშვები ძველებურად დადიოდნენ სკოლაში, ძველებურად ცელქობდნენ, დასვენებაზე თუ გაკვეთილზე. სერგიც შეუერთდა კლასს, მოერგო მათ და სულაც აღარ გრძნობდა თავს გადმოსულად.
მიდიოდა დღეები. დამთავრდა პირველი სემესტრი. დადგა ახალი წელი. ნათიამ და მარიმ გადაწყვიტეს, არც ეხლა ეღალატათ ჩვეულებისათვის და ყველა კლასელს სათითაოდ მიულოცეს ახალი წელი და ბოლოს დადგა სერგის ჯერიც . . .
-     ნათი, მე ვერ დავრეკავ, მერიდება, მოდი რა, შენ დარეკე.
-     არა რა, არც მე შემიძლია . . .
-     მოდი, კარგი რაღაც გითხრა. მოდი შენ დარეკე - ვითომ სხვა ხარ და უთხარი მარი და ნათია გილოცავენ ახალ წელს, თვითონ ვერ მოახერხეს დარეკვა-თქო.
-     ჰო კარგი, რა ხარ, მარი, რა?! დამითანხმე მაინც, მითხარი ნომერი . . .…
-     გილოცავთ ახალ წელს, უკაცრავად სერგის თხოვეთ, თუ შეიძლება. …
-     თქვენც გილოცავთ, ახლავე, შვილო
-     ალო . . .
-     გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.
-     გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?
-     მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათიამ და მარიმ მთხოვეს, შენთვის დამერეკა, თვითონ ვერ რეკავენ, და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის, ორივესაგან.
-     უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრად მიყვარს, კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე საუკეთესო უსურვე.
-     კარგი, ნახვამდის . . .
-     ნახვამდის . . .
ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.
-     ესე იგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!
-     ჰო.
-     კარგია.
-     გოგო, ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!
-     ჰო, რავი, ვნახოთ, სერგი იქნება, ხომ?!
-     ჰო, აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა . . .
-     ჰო, არ დამვიწყებია . . .




* * *


-     გიო, როგორ ხარ, ძმა?
-     კარგად, სერგი, შენ როგორ ხარ?
-     მეც კარგად, ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს, ოცდათერთმეტში, 12-საათზე იცი ვინ დამირეკა?
-     ვინ?
-     ვინ დამირეკა, ეგ არ ვიცი მაგრამ ნათიამ და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და ახალი წელი მომილოცეს.
-     ჰო, ეგენი სულ ასე არიან . . .
-     ეგ ჰო, მაგრამ, მგონი, რაღაც ისეთი გადავეცი, რაც არ უნდა გადამეცა.
-     რა იყო, რა უთხარი ასეთი?
-     ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრად მიყვარს მეთქი . . .
-     მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.
-     შენ შენ ხარ . .   .
-     რა იყო, სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .
-     არა, არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?
-     კი, რა იყო რო? ნათია, ვიცი რომ უეჭველად მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი. …
-     რატომ?
-     სერგი, შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ, ხომ იცი ეგ შენ!
-     ჰო რა . . .
-     რა ჰო, რა, ბიჭო?!
-     არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.
-     სერგი ეგ ვიცი, რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას გულში ხომ არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!
-     მოიცა რა . . .
-     რა მოიცა, ფაქტი სახეზეა . . .




  … * * *


-     წავედით . . .
-     ნათია, მე ვერ მოვდივარ . . .
-     რატომ?
-     ცუდად ვარ!
-     რა გჭირს?
-     სიცხე მაქვს!
-     რატომ? გაცივდი?
-     ჰო, ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი, ცუდად არის-თქო.
-     კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .
-     მარი, რატომ მოატყუე, დედი? რატომ არ გინდა წასვლა?
-     არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.
-     შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი . . .




* * *


გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის არ მოსვლა. მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთადერთი, მთელი საღამოს განმავლობაში სერგი იყო მოწყენილი.
მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა. ადგილი ვერ მონახა, სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.
-     ბატონო! – ყურმილი მარიმ აიღო.
-     მარი, როგორ ხარ?
-     ნელ-ნელა, რომელი ხარ?
-     რაზე ფიქრობდი, სანამ დაგირეკავდი?
-     არაფერზე, რომელი ხარ?
ტელეფონი გაითიშა . . .
-     სერგი, სად იყავი?!
-     იქით, სახლში გადავრეკე . . .
მოიტყუა სერგიმ . . .




* * *


დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში სერგიმ დიდი ადგილი დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო ვერაფერი. მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ ხანდახან ეგონა, რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა, რომ მარის ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის გამოეტყუა სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა . . .




* * *


-     მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და სკოლაში არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!
-     ეჰ, რას იზამ, გიო, ვემზადები, ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება დრო როცა ვთავისუფლდები, ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი არა, ნათია აღარ მელაპარაკება, სულ დამივიწყეო.
-     მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ ჯობია?!
-     შენ გგონია, მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე ან ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია . . .
-     მარი, რა ხდება, რამე არ ვიცი?!
-     არა, არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!
-     რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.
-     რატომ, ხომ მოგწონდა?!
-     არ მიყვარდა, რო?!
-     მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!
-     რავი, რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად, ჩემო მარი! შენსკენ რა ხდება ამ საკითხში.
-     ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა ვიტანჯებოდე და მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .
-     ე, გოგო, შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება, მომიყევი.
-     არაფერი . . .
-     როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .
-     რას შემადარე, რა იყო, რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .
-     ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!
-     ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.
-     რატომ? რაა, ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.
-     კი. იცნობ. საკმაოდ კარგად
-     საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ, მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ მენდობი?
-     არა, როგორ არ გენდობი, უბრალოდ არ მინდა . . .
-     მიდი რა, მითხარი და, რაც გინდა მთხოვე მერე . . .
-     კარგი, ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ, ვინც არის, მითხარი, უყვარს თუ არა ვინმე?!
-     კარგი, თუ ვიცი, რასაკვირველია, გეტყვი, ჰა, მითხარი . . .
-     აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .
-     მიდი, კაცო, მითხარი, რისი გერიდება?
-     ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .
-     ვა, ჩვენი სერგეი?!
-     ჰო! გაფიცებ ყველაფერს, არ წამოგცდეს სადმე!
-     როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?
-     რავი, აბა, ვერ გეუბნებოდი. მითხარი, ახლა რასაც დამპირდი!
-     უყვარს თუ არა ვინმე?! იცი, ნამდვილად არ ვიცი, და ე.ი. მე თუ არ ვიცი, ანუ არ უყვარს! . . .




* * *


-     სერგი, როგორ ხარ ძმაო?!
-     ვა, გიო, სად დამეკარგე?!
-     შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან განსხვავებით. კაი, არ მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!
-     რავი, ბიჭო, ვმეცადინეობ, ხომ იცი, სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს სასწავლებელი?!
-     ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება, ძმაო! რას შვები სხვას, ისევ ჩვენს კლასელზე ფიქრობ?
-     ვისზე ბიჭო?
-     კაი რა, ვითომ არ ვიცი, თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად ვიცი, მარი რომ მოგწონს!
-     ჰო რა, რავი, არ ვიცი, ვერ გავრკვეულვარ, ზოგჯერ ისე მომენატრება, რომ რა ვიცი, ზოგჯერ კი არავინ და არაფერი მინდა. ვერ გავრკვეულვარ. არ ვიცი, საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში და რისთვის გავჩნდი . . .




* * *


ნათია, აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა, სიზმრებმაც გადამრია, გუშინ მესიზმრა: ოთახს სანთლის პატარა ნათელი სხივი ანათებდა. თოვდა იმ ღამით უსასრულოდ, მაგრამ ლამაზი იყო თოვლის ფიფქების იაგუნდი. ოთახში მარტო ვიყავი, რაღაცას მოუთმენლად ველოდი. თან უცნაურმა შიშმაც ამიტანა, მეშინოდა, არ დამეკარგა სამუდამოდ საყვარელი პიროვნება და სიყვარულიც! არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რა მეღონა მე ხომ მხოლოდ სიყვარულს ველოდი მისგან. მივატოვე ფიქრები, რადგან გაისმა ტელეფოის ხმა, რომელმაც უფრო შემაშინა და მაინც უშიშრად წამოვდექი. უშუქოდ გავიკვლიე ბნელი ოთახი, ფეხიც ვიტკინე და ამოვიოხრე. – გისმენთ! – როგორც იქნა მივაღწიე ტელეფონამდე . . . _ ისვენებთ, გენაცვალე? სიმყუდროვე ხომ არ დაგირღვიეთ საოცრად ლამაზი ღამის – ვიცანი სანატრელი ხმა – არ გეძინა? თუმცა რატომ დაიძინებდი?! ვიცი, გიყვარს ღამღამობით გეგმების დაწყობა. მაინტერესებს ხვალისათვის რას მიმზადებ, ისევ სილას გამაწნი?! არა უშავს, ავიტან და მეორე ლოყას მოგიშვერ! ისევ მეტყვი, რომ გეზიზღები და ვერ მიტან! არა, არ გამოგივა, რადგან მოვითმენ, შენ ხომ არ გიყვარს, როცა რამეს ვითმენ?! ყურადღებით იყავი, დამაჯერებლად გამოგივიდეს ყველაფერი. ვარდებს კიდევ გადაყრი?! არა უშავს, მე ისვ მოგართმევ . . . არა, არა - ვიყვირე და გამომეღვიძა, მივხვდი ნათი, რომ სიზმარი ყოფილა, მაგრამ ასეთი სიზმრები?! რა მომდის რატომ მაინცდამაინც მე?!
  - მარი, დამშვიდდი, თავს ნუ იტანჯავ . . .   




* * *


მარი, ოთხზე მზად იყავი, მანქანით გამოგივლი . . . დადგა დღე ბოლო ზარის და ლამაზი დღესასწაულის . . . სკოლის ბანკეტი. მარის და ნათის ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაიცვამდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ლამაზ და უცხო კაბებს და დრომაც არ დააყოვნა და დადგა ბანკეტის დღეც . . . გიომ დილაუთენია დაურეკა გოგოებს და გააფრთხილა, დიდხანს არ მალოდინოთო. . .
-     დედა, წავედი, გიო უკვე მოვიდა, ნათიას გავუვლით და პირდაპირ რესტორანში წავალთ . .
მარიმ ფეხით ჩაიარა 7 სართული, თმები დილით სალონში დაივარცხნა, ბრწყინავდა, ძალიან უხდებოდა მკრთალი მაკიაჟი, თეთრ ფერიას ჰგავდა, თეთრ-წითელი ფერის კაბაში. სადარბაზოდან როცა გავიდა, ჩანთაში რაღაცას ეძებდა გიო შემოეგება შარვალ-კოსტუმში.
-     ვაიმე, გიო, რა სიმპათიური ხარ?! რა ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი . . .
-     გოგო, ასეთი არასოდეს მინახიხარ, ფერია ხარ! ყველას მოხიბლავ დღეს. განსაკუთრებით კი ერთს . . . გიოს ჩაეღიმა და ხელი გაუწოდა . . .
-     ნუ ხარ საზიზღარი ბავშვი . . .
მანქანასთან როცა მივიდნენ, მარიმ შეამჩნია, რომ მანქანაში ვიღაც იყო და კარს აღებდა. იცნო სატრფო . . .
-     სერგი?!
ჩასჩურჩულა გიოს
-     ჰო, სერგი!
სერგიც გადმოვიდა. მარის დანახვისას თითქოს ჩაფიქრდა, შეტორტმანდა და ძლივს გადმოდგა ნაბიჯი.
-     რა იყო, ბიჭო? რა გჭირს? ხომ ლამაზი დაქალი მყავს? დღესვე გავათხოვებდი,ჩემი ნება რომ იყოს . . .
-     გეყოფა . . .   მარი, საოცრება ხარ! . .   ძალიან ლამაზი ხარ, სიხარული! თვალს ვერ გაშორებ!
-     კაი, კაი ახლა სიყვარულის ახსნა არ გვინდა აქ. დღეს ამ გოგოს შენ გაბარებ და იცოდე, არაფერი აწყენინო. თუმცა მეც შორიდან გადევნებთ თვალს . . .
მარის ასეთი თბილი სიტყვების მერე ხმა არ ამოუღია. ისინი ჩასხდნენ მანქანაში, ნათიას გაუარეს და რესტორნისაკენ გაეშურნენ.
გახდა ექვსი საათი, საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა უცნაურად მორთულ-მოკაზმული ხალხით. სუფრის თამადად გიო დანიშნეს. გიომ კიდევ ერთხელ შეახსენა სერგის – მარი რომ გყავს ჩაბარებული, არ დაგავიწყდესო და სათამადო ადგილისკენ გაეშურა. მარი, ნათია და სერგი ერთად დასხდნენ. ნათიამ, მარი არ მოასვენა, ყურში ჩურჩულით:
-     რა სიმპათიური სასიძოა?! მოდი, დღესვე გაიპარეთ . . . და ასეთი სისულელეებით უბურღავდა ტვინს.
17-18 წლის ახალგაზრდები ღვინომ მალე მოიყვანა ცეკვა-სიმღერის ხასიათზე. თამადა ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და მერე საცეკვაოდ უხმობდა ყველას. სერგიც არანაკლებს სვამდა. ღვინო იცლებოდა, სერგის გული კი სიყვარულით ივსებოდა და უფრო თბილ-თბილ სიტყვებს იმეტებდა მარისთვის . . . გიო მოვიდა, ბორძიკობდა, მარისთან ცეკვა მინდაო ერთი თქვა და მარის ხელი გაუწოდა, მარი წამოდგა. გიომ ცეკვის დროს მარის უთხრა:
- რაო, რეებს გებჟუტურება ჩემი მთვარალი ძმაკაცი, მიყვარხარო, თუ არაო?!
- გიო, ნუ მაგიჟებ, ძალიან გთხოვ, მე ჩემი დამმართნია და ეგეც მეყოფა.
ამ დროს ნათიამ და სერგიმ დაიწყეს ცეკვა, გიომ სერგის თვალი ჩაუკრა და წყვილები ტრიალით შეცვალეს.
მარი სერგის მკლავებში აღმოჩნდა, თავი უხერხულად იგრძნო. ბიჭი გულში იკრავდა გოგოს, თითქოს მისი სუნთქვის გაგონება სურდა.
ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. ბოლოს თამადამ დაარღვია მათი სიმყუდროვე, სიჩუმე ითხოვა და სიყვარულის სადღეგრძელო შესთავაზა იქ მყოფ საზოგადოებას.
გიომ ყველა სიყვარულით აღსავსე ადამიანი დალოცა და ადღეგრძელა სიყვარულის შემქმნელი. მარის თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა, ალავერდი კი სერგისთან გადავიდა. სერგი დაიბნა, ასე უეცრად არ ელოდა ძმაკაცის გადაწყვეტილებას. წამოდგა ფეხზე და დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ . . .
-     მე მინდა დავლიო ეს სადღეგრძელო და მხარი ავუბა ჩემს ძმას და მეგობარს! გაუმარჯოს ყველა შეყვარებულ ადამიანს! არავის ვუსურვებ ცალმხრივად ყვარებოდეს ვინმე და ვიტყოდი ერთს: - ერთხელ ვიღაცამ თქვა: თუ გინდა ის შენი გახდეს, გაუშვი! თუ დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან დარჩება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს გაატანე მასზე ოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა! . . .
სერგიმ ბოლომდე დალია და უცებ დაჯდა.
-     სერგი, რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია, შენ დაწერე?
-     ჰო ალბათ. მე შენ მომწონხარ . . .
სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაწითლდა, თავი დახარა . . . სერგიმ ნიკაპზე ხელი შეახო და თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა, მარის ზღვის ფერი თვალები თითქოს სისველეში ცურავდნენ, კურცხალმაც არ დააყოვნა და ბუდიდან გადმოვარდა ვით მარგალიტი . . . სერგი თვალებს ეამბორა და ცრემლი მოწმინდა. გარეთ გავიდნენ . . .
სერგიმ სიგარეტს მოუკიდა, მარი შადრევანთან ჩამოჯდა, წყალს უყურებდა და ხელით ეთამაშებოდა. ის თითქოს რაღაცას მოელოდა ბიჭისაგან, მაგრამ ამაოდ, სერგი დუმდა, დუმდა დიდხანს. . .   
ბოლოს როგორც იქნა მისი მდუმარება სიგარეტის ბოლო ბოლმა თან გაიყოლა და მან ხმა ამოიღო.
-     მარი, ვიცი, რომ შენ ვიღაც გიყვარს . . . იქნებ გამანდო, ვინ არის ის ბედნიერი? . . .
-     სერგი, გაგიჟდი?! ვინ უნდა მიყვარდეს?
-     ნუ მატყუებ?
სერგი მიუახლოვდა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. . .
-     თვალებში შემომხედე, მარი, აი, ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას ამბობენ! შენ კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!
-     მე გტანჯავ, თუ . . . ?!
-     თუ?
-     არაფერი . . .
-     რა კარგი იქნებოდა, ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი გიყვარს ვინმე?!
-     კი . . .
-     ვინ?!
-     არ ვიცი! . . .
-     როგორ? . . .
-     ჩვეულებრივად! არ ვიცი!
-     თუ არ მეუბნები?!
-     კი და არაც!
-     ეგ როგორ გავიგო?!
-     როგორც გინდა!
-     მარი, მე მიყვარს ერთი გოგო, ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმის მასთან! რადგან არ ვიცი, როგორ მიიღებს!
-     როგორც უნდა მიიღოს, უნდა უთხრა . . .
-     შენ ასე გგონია?!
-     ჰო!
-     შენ რატომ არ მეუბნები, ვინ გიყვარს?
-     არ შემიძლია!
-     რატომ? იმიტომ რომ . . .
-     იმიტომ რომ რა?!
-     მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
სერგი წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა ისევ და ნერვიულად დაიწყო აქეთ_იქეთ სიარული. მარი იჯდა და გაოცებული სახით მიშტერებოდა სერგის . . . ეცინა თუ ეტირა ვეღარ გაეგო. ბედნიერი იყო . . . მან მიიღო ბიჭის სიტყვები, რომელიც წრფელი სიყვარულით იყო სავსე . . .   მაგრამ მაინც გოგომ თავი არ დაიჯერა.
-     სერგი მთვრალი ხარ!
-     ნასვამი ვარ, მარი, ნასვამი!
-     სულ ერთია!
-     ნასვამი ვარ და გავბედე! გითხარი . . . შენ კი სდუმხარ და გაკვირვებული მიყურებ, თითქოს პირველად მხედავდე და ფიქრობ, რა უნდა ჩემგან, რას გადამეკიდაო?!
-     არა, სერგი, არა! მეც . . .
-     რა შენც?!
სერგიმ სიგარეტი გადააგდო, გახარებულმა შეხედა გოგოს, ხელი გაუწოდა, წამოაყენა, გულში ჩაიკრა, ხელში აიყვანა და დატრიალდა. როცა გაჩერდა, შეხედა თვალებში და ეამბორა. გოგოს ეუხერხულა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. სერგიმ კვლავ ჩახედა მარის თვალებში და თქვა:
-     არ მატყუებ?! არ მატყუებ, სიმართლეა, ამას შენი თვალები მეუბნებიან! მიყვარხარ, პატარავ!
ეამბორნენ ისინი ისევ ერთმანეთს . . . თითქოს დიდი ხნის მწყურვალი კაცი, დაეწაფა წყალს . . . ამ დროს გარეთ გიო გამოდის . . . მარის შერცხვა მეგობრის. გიომ შეათვალიერა უხერხულობაში ჩავარდნილნი, გაეცინა . . .
-     გილოცავთ, მიხარია! ბედნიერად!
მიხვდა გიო ყველაფერს და შებრუნდა.
-     ნათი, ერთი იმათ გახედე, რა დღეში არიან?!
-     რა იყო, რა მოხდა?!
-     მგონი, მგონი კი არა და სერგიმ სიყვარული აუხსნა მარის . . .
ნათია გახარებული ჩაეხუტა გიოს . . .
თენდებოდა, სერგიმ სახლამე მიაცილა მარი და დარეკვას დაპირდა . . .




* * *


გავიდა დრო, მოვიდა ცხელი დღეები და ამ სიცხეში სერგის და მარის გამოცდები ეწყებოდათ. ორივე ღელავდა, ნერვიულობდნენ, ერთმანეთს თითქმის ვეღარ ელაპარაკებოდნენ. ეს უფრო აუტანელი იყო . . . მარის გამოცდები უფრო ადრე დაეწყო და ოთხივე წარმატებით ჩააბარა. . .
-     მარი, როგორ ხარ სიხარულო? ჩემი სტუდენტი გოგო როგორ არის?
-     კარგად, სიხარულო, შენ როგორ ხარ? მეცადინეობ ისევ?
-     ჰო, სხვა რა გზა არის?
-     მე დღეს მივდივარ უნივერსიტეტში, სია უნდა ვნახო.
-     გინდა წამოგყვე?
-     როგორც გინდა.
-     მაშინ წამოვალ, მინდა, მაგრამ სამეცადინოს რა ვუყო?!
-     მაშინ ნუ წამოხვალ ნათია მომყვება.
-     კარგი
-     შენ როდის გაქვს პირველი გამოცდა?
-     ზეგ!
-     კარგი, დაგირეკავ!




* * *


სერგის სამი გამოცდა ჰქონდა და სამივე წარმატებით ჩააბარა, ბედნიერი იყო, რომ ეს მძიმე ტვირთი ჩამოიშორა.
მარი და სერგი ერთი თვე დაუფარავად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ამბავი ყველამ იცოდა. ყველას ახარებდა ასეთი ბედნიერი წყვილის ყურება.
დადგა აგვისტო, სერგი დასასვენებლად მოსკოვში მიყვებოდა უფროს ძმას, მარი კი თბილისში რჩებოდა და ალბათ სადმე, რომელიმე კუთხეში დაისვენებდა, ისე მას მთაზე ჰქონდა დასვენება გადაწყვეტილი. უნდოდა ენახა ძველებური კოშკები და მთის სილამაზე.
სერგიმ წასვლის წინა დღეს მარის შეუარა და გამოემშვიდობა.
-     პატარავ, ძალიან მომენატრები! ყოველდღე დაგირეკავ და სულ შენზე ვიფიქრებ ჩემო სიცოცხლე . . .
-     მეც უზომოდ მომენატრები. იცი, სვანეთში ან ხევსურეთში გადავწყვიტე წასვლა ჩემს ძმასთან ერთად. მობილური თან მექნება, შენს პირველ ზარს მოუთმენლად დაველოდები . . .
-     დაგირეკავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, დაგირეკავ. .
-     კარგად . . .
-     ნახვამდის, მარი . . .




* * *


მარი ხევსურეთში ისვენებდა. ეძინა, როცა მობილური აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო, გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი, რატომ მაღვიძებენო!
-     მარი, როგორ ხარ? არ მოგენეტრე?
-     სერგი? შენ როგორ ხარ? სად ხარ? რამდენი ხანია, ველი შენს ზარს? მომენატრე! შენ?
-     მეც მომენატრე, მარი, ძალიან! აქამდე დარეკვას ვერ ვახერხებდი! რაღაც პრობლემები მქონდა. ახლა თბილისში ვარ. შენ ისევ მთაში ხარ?
-     კი, ხევსურეთში.
-     მალე ჩამოხვალ?
-     არ ვიცი, სერგი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.
-     ჰო, კარგი, ახლა წავედი და მერე დაგირეკავ . . .




* * *


გადიოდა დღეები სერგი არ ჩანდა. მარი ნერვიულობდა.
სახლში როცა ურეკავდა – აქ ასეთი არავინ ცხოვრობსო, პასუხობდნენ. მთელი ზაფხული ჩაუმწარდა მარის. თბილისში დაბრუნებულმაც ვერაფერი გაიგო. ხანდახან სერგი თვითონ თუ გამოჩნდებოდა და ისიც ცოტახნით. მერე უეცრად ისევ იკარგებოდა. მარის ცხოვრება ძლიერ შეიცვალა ორი თვის განმავლობაში . . . სასწავლებელშიც აღარ დადიოდა და დაქალებსაც ემალებოდა. ნათია სულ საყვედურობდა, ასე არ შეიძლებაო . . .




* * *


-     ნათია, გამარჯობა, სერგი ვარ, როგორ ხარ?
-     სერგი? შენ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ და სად დაიკარგე?!
-     რა ვიცი, ნათი, რა ვიცი, ყველა მაგას მსაყვედურობს, არადა პრობლემები არ მელევა . . . ნათი, შენ ხომ არ იცი მარი სადღა დაიკარგა?
-     არ ვიცი. ერთი თვეა, არ მინახავს. რომ ვურეკავ, სახლში არავინ არის! დედის და მისი მობილურიც გამორთულია. ერთხელ სახლში ავაკითხე, არავინ დამხვდა. მეზობლებმაც არაფერი იციან.




* * *


სერგიმ ყველა პრობლემა მოაგვარა და შინ წყნარად იჯდა, როცა კარზე კაკუნის ხმა გაიგო.
კარი ფრთხილად გააღო და დიდიხნის უნახავი სიყვარული დაინახა.
-     მარი! . . . გულში ჩაიკრა.
მარი კი ყინულივით ცივი და უგრძნობი იყო . . .
-     მარი, მოხდა რამე? სად იყავი? რატომ არ ჩანდი? იცი, როგორ ვინერვიულე? და ყველამ ვინერვიულეთ! . . .
-     შენ, შენ სად იყავი?
-     მეე? მე მოსკოვში პრობლემები შემექმნა, ქურდობა დამაბრალეს და მიჭერდნენ, არ მინდოდა, შენთვის მეთქვა, მენერვიულებინე, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა . . .
-     ჰო, ვხედავ, სახლში ხარ. მარტო ხარ?
-     არა! რა ხდება? შენ სად იყავი?
-     წამომყევი.
მარიმ სერგი სკოლაში მიიყვანა, სადაც მთელი ოთხი წელი ერთად იყვნენ. ის სულ დუმდა, სერგი გაკვირვებული დაყვებოდა. მერე კი იმ რესტორნისაკენ გაეშურნენ, სადაც მათ ერთი წლის წინ ბანკეტი ჰქონდათ . . . ბოლოს კი თავიანთ სამომავლოდ ნაყიდ სახლში ავიდნენ . . . მარი უცნაუად იქცეოდა. სერგიმ ეს შეამჩნია! ის ძალზე უცნაური იყო . . . მივიდა სერგისთან, ეფერებოდა, კოცნიდა . . . მათ სიყვარულში ჩაეძინათ . . .

ალიონზე მარიმ სერგი გააღვიძა და წასვლა სთხოვა. სთხოვა, რომ სამუდამოდ დაშორებულიყვნენ! სერგი გაგიჟდა, იყვირა, იჩხუბა . . .
- არ შემიძლია შენი დავიწყება, ვერ მომექცევი ასე . . . ვიცი, რომ სხვა არ გყავს, ამას გუშინ მივხვდი, მაშ რად მტოვებ. გუშინდელი ღამე რაღა იყო?! მეგონა ჩემი იქნებოდი სამუდამოდ აწი და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებდა . . . არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, მიყვარხარ, არ გესმის?!
მარი სერგის პერანგის ამარა იდგა და გაგიჟებულ სერგის უხმოდ უყურებდა, ცრემლები წამოუვიდა, სერგიც ტიროდა! მან ბოლოჯერ სთხოვა სერგის დაეტოვებინა სახლი და მისთვის პერანგი ეჩუქებინა!
- მშვიდობით. მეც მიყვარხარ სერგი . . . მაგრამ ეს სიტყვები სერგის არ გაუგონია, რადგან ის უკვე ძალიან შორს იყო . . .




* * *


გავიდა სამი წელი, მარი იმ დღის მერე არავის უნახავს. სერგი სახლში იყო როცა უცნაური რამ დაინახა, პირველად მიიღო წერილი. წერილს გარედან არაფერი ეწერა. არც მისამართი, არც ვისთვისაა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ შიგნით დიდი ასოებით "სერგის” ეწერა.




ჩემო ძვირფასო სერგი!

აი უკვე, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა . . . ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. ნუ იფიქრებ ამ დაშორებაზე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, უბრალოდ ასე გამოვიდა. ვიცი თანახმა იყავი ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორებულიყავით . . . ნუ გეგონება, რომ შენ წინააღმდეგ წავედი, ან ჩემს წინააღმდეგ, ან სხვა დანარჩენების! არა! დამერწმუნე. რა თქმა უნდა, გამიჭირდა შენს თვალებზე ცრემლის დანახვა, დანახვა იმის, თუ როგორ ეალერსებოდნენ ისინი ჩემს ნაფერებ ტუჩებს თამამად. მაგრამ დღეს მე უკვე ოდნავ დავჭყნაედი, რადგან ვეღარ გხედავ და ვეღარ ვხედავ ცრემლიან თვალებს . . .
მწუხარება, რომელმაც ორივე მოგვიცვა აუტანელი ხდება და მით უფრო მეუფლება კოშმარული შეგრძნება. ჩვენ ამას დიდხანს ვერ მივხვდებით, ეს რატომ ჩავიდინეთ, ამას თვეები, წლები დასჭირდება, მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩვენში იარებს. იმედია, ოდესმე გამოვალთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.
მხოლოდ მაშინ მოგწერ მე ისევ. მე დრო და დრო მოგწერ უმისამართო წერილებს, რადგან ეს ურთიერთობა ცალმხრივი უნდა იყოს და ვერასოდეს უნდა გაიგო ჩემი მისამართი, მხოლოდ წერილები იქნება შენთან ჩემს გასახსენებლად.
გკოცნი უკანასკნელად, ფაქიზად, იმის იმედით, რომ ეს კოცნა მოვა შენამდის, როგორც შორი გზიდან მომავალი   დაღლილი და დაქანცული მგზავრი. . .

                                                შენი მარი . . .

                                            აპრილის თვე . . .


სერგის წერილი ხელიდან გაუარდა, გაბრაზდა, ძლიერ გაბრაზდა, იფიქრა, რომ მარის სხვა შეუყვარდა და სერგი მიაგდო, მაგრამ ის ღამე უღრღნიდა ეჭვებს, ის დაუვიწყარი ღამე იმ ღამით ხომ მარი მთლიანად მისი გახდა . . .
ერთხელ სერგიმ ნასვამ მდგომარეობაში ერთ ქალს ცოლობა სთხოვა. მას 5 წლის შვილი ჰყავდა. სერგის ეგონა, რომ ეს ქალი დაავიწყებდა განვლილ ნეტარებას და ჭეშმარიტ სიყვარულს, მაგრამ ამაოდ, სერგი იმ გოგოს ვერ ივიწყებდა, რომელიც ჭეშმარიტი გრძნობით უყვარდა და მუდამ ახსოვდა. არაერთხელ, ნასვამი, ცოლს მარის სახელით მიფერებია, ამაზე ცოლს გაუთავებელი ჩხუბი და კამათი ჰქონდა . . .   ხშირად სერგი თვეობით არ მიდიოდა სახლში.
ერთხელ მარტო იყო, როცა უცნაურობა ისევ ესტუმრა სერგის და მიიღო მეორე წერილი . . .


                    ჩემო ძვირფასო სერგი!

ვიღებ კალამს და გწერ, როგორც დაგპირდი. დღეს 5 წელია, რაც ჩვენ უკვე "ჩვენ” აღარ გვქვია. მე ძალიან კარგად ვიცი, საყვარელო, რომ არ დაგვიწყებივარ. მე და შენ ისევ მარტოსულად ვართ, რადგან ჯერ ვერ გამოვსულვართ იმ დიდი სტრესიდან, რომელიც ჩვენ განვიცადეთ . . .
მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუშინ შენი ნაჩუქარი სათამაშო დათუნია ავიღე ხელში, რომელიც მარად შენს თავს მახსენებს . . .
ვიხსენებდი შენს ბავშურ სახეს, როცა პირველად გნახე, მაგრამ ჩემს მეხსიერებას თურმე აღარ შემორჩენია. აბა შენ სცადე, გაიხსენე ჩემი პირველი მზერა. ალბათ ვერ გაიხსენებ, აი, ხომ ხედავ. დრო ყველაფერს შლის, იგი ულმობელია. იცი, გუშინ წინ პირველად გამეღიმა, რაზე? ვისზე? არაფერზე და არც არავისზე. უბრალოდ მზემ მომჭრა თვალი და ღიმილი მომტაცა. ადრე ბევრჯერ ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ არ გამომდიოდა და ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ხელახლა ღიმილს. მაგრამ ხომ ხედავ, დადგა დრო და გუშინ მზის სხივმა გამაღიმა პირველად ის თვითონ მოვიდა ჩემთან. მე მინდა, შენ რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდე. ის სულ ერთია რაზე, კარგზე თუ დაუვიწყარ ტკივილიან წარსულზე ან მომავალზე . . .
                                              გავიდა ხუთი წელი. . .

                                                          მარი . . .

                                                      აპრილის თვე. . .



სერგი აანერვიულა უცნაურმა მეორე გამოხმაურებამ . . .
ისევ ჩხუბი, ისევ სმა, ისევ სახლიდან გაქცევა . . .
გავიდა დრო, სერგის მეუღლე დაეღუპა . . . ბიჭი კი, რომელიც ქალს მოჰყვა, სერგის ვერ იტანდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო ყველაფრით. სულ ჩხუბობდნენ, არაერთხელ შეხებიან ერთმანეთს ხელითაც.
შვიდი წელი მარის გაუჩინარებიდან . . . და ისევ მესამე წერილი, სერგი წერილებით ცოცხლობდა . . .


აი, ისევ შენთან ვარ, ძვირფასო სერგი!

არ გეჩვენება, რომ ოცნებას ვგავარ?! ვჩნდები, ვქრები, როცა მინდა, რა იცი, იქნებ ახლოს ვარ და ვერ გეხები.
ისე არ შემიძლია, ჩემს თავს უბედური ვუწოდო. ყოველ წელიწადს მოდის შემოდგომა, ყოველ დღე ირეკება ეკლესიაში ზარი, მე კი მათთან ერთად ვძლიერდები, ძალა მიბრუნდება.
ერთხელ სადღაც ვიცეკვე. ახლა უფრო ხშირად ვიცინი. ადრე ვცდილობდი გამეღიმა, ახლა კი თვითონ მოდის ღიმილი ბაგესთან...
Views: 1919 | Added by: mariko | Rating: 4.2/9
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]